გალაკტიონ
ტაბიძეს ოთხი ქალი უყვარდა
2000
წლის ივნისში, საქართველოს მართმადიდებელმა ეკლესიამ "პოეტების მეფეს",
გალაკტიონ ტაბიძეს, შეუნდო თვითმკვლელობის ცოდვა. ცოდვა, რომელიც პოეტმა 1959 წლის
17 მარტს, საღამოს ექვს საათზე ჩაიდინა. თუმცა, იმ დღეს ორჯერ სცადა
თვითმკვლელობა: დღის სამის–ნახევარზე და საღამოს ექვსის–ნახევარზე, მაგრამ ორჯერვე
გადაიფიქრა: "ჯერ ადრეა, გალაკტიონ, ცოტა ხნის შემდეგ". მესამეჯერ კი
განზრახვა სისრულეში მოიყვანა. ის მესამედ და უკანასკნელად შევიდა 92–ე ოთახში,
ანუ განყოფილების გამგის ოთახში, კარი მიხურა, ავადმყოფის ხალათი გაიხადა, სკამი
აიღო, რომელიც ფანჯარასთან მიიტანა, გამოაღო ორმაგი ფანჯარა, ჯერ სკამზე ავიდა,
მერე ფანჯრის რაფაზე და ფრთაგაშლილივით დაენარცხა ქვაფენილს. როდესაც პოეტს
მთაწმინდაზე ასაფლავებდნენ, აქაც უმუხთლა წუთისოფელმა, გაჭრილი სამარე ვიწრო
აღმოჩნდა... როგორც ცხოვრებაში არ უმართლებდა გალაკტიონს, ისე სიყვარულშიც
ხელმოცარული იყო. სწორედ პოეტის სიყვარულზე გვესაუბრება თსუ–ის პროფესორი,
ქალბატონი თამარ პაიჭაძე.
თამარ პაიჭაძე:
– 1912 წელს ქუთაისში გაიცნეს ერთმანეთი გალაკტიონ ტაბიძემ და ოლია ოკუჯავამ. მათი გაცნობა სრულიად შემთხვევით მოხდა. გალაკტიონი და მისი ბიძაშვილი ტიციანი ქუჩაში მიდიოდნენ, ოლია კი მარტო მიდიოდა. სწორედ იმ წელს გაიცნო მერი შერვაშიძეც, ისიც ქუჩაში მიმავალი დაინახა. ოლია მათ გაცნობას ასე აღწერს: ქუჩაში მოვდიოდი, გალაკტიონი და ტიციან ტაბიძე ერთად მოდიოდნენ, გალაკტიონი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადაქცეოდა. ამ პერიოდში ოლია ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა. ამ სასწავლებელთან ახლოს იყო ტიციანისა და გალაკტიონის სასწავლებელი – კლასიკური გიმნაზიაც. ოლია თავის ჩანაწერებში წერდა: სულ ვხედავდი, როგორ დადიოდა თავისი შარფით განმარტოვებული. ის სხვებს სრულიად არ გავდა, თუნდაც თავის ბიძაშვილს. სწორედ აქედან დაიწყო მათი სიყვარულიც.
– ქალბატონო თამარ, მერი შერვაშიძემ მის ლექსებში გარკვეული როლი ითამაშა.
– მერი შერვაშიძის ნახვამ პოეტში საოცარი შინაგანი მუხტის დატრიალება გამოიწვია, რაც მის შემოქმედებაზეც ძალიან კარგად აისახა. 1912 წლამდე დაწერილი პოეტის ლექსები სულ სხვა სტილისაა. როცა მის ცხოვრებაში ეს ორი საბედისწერო ქალი გამოჩნდა, ორივემ განსაკუთრებული და თავისებური სიახლე შეიტანა მის პოეზიაში. 1914 წელს მან თავისი პირველი ლექსების კრებული გამოსცა, რომელსაც თავად უწოდებდა "მწუხარე წიგნს". ეს კრებული სავსებით განსხვავდება მისი მეორე კრებულისგან – "არტისტული ყვავილები", რომელიც 1919 წელს გამოიცა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1914 წელს კრებულის გამოსაცემად სჭირდებოდა ხელმოწერები. მაშინ ასეთი წესი იყო, როდესაც ახალი პოეტის ან მწერლის წიგნი გამოდიოდა, საჭირო იყო რამოდენიმე ადამიანის სარეკომენდაციო ხელმოწერა, მაგრამ გალაკტიონმა ეს ხელმოწერები ვერ შეაგროვა, რის გამოც ძალიან წუხდა. მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა ამ ხელმოწერების შეგროვება, ამიტომაც 1914 წელს გამოიცა მისი პირველი ლექსების კრებული. ამ კერბულის შემდეგ, მან სულ სხვანაირი სტილის ლექსები (სიმბოლისტურ–მოდერნისტული და ნეორომანტიკული) შექმნა. ამის მიზეზი კი მის ცხოვრებაში ამ ორი ქალბატონის გამოჩენა იყო.
– მართალია, მერი შერვაშიძემ მასში ასეთი გარდატეხა გამოიწვია, მაგრამ ქალი გალაკტიონს პირადად არ იცნობდა.
– დიახ, მათ არ ჰქონიათ ურთიერთობა. მერი შერვაშიძე სულ სხვა ცხოვრების ქალი იყო. ის, თავისი გარეგნობის გამო, ბავშვობიდანვე პოპულარული გახლდათ. მისი გარეგნობა ყველა პარამეტრში ჯდება. ის დღესაც ლამაზ ქალად არის მიჩნეული. გადმოცემის თანახმად, გურიის, თუ არ ვცდები, სოფელ შემოქმედში ერთ–ერთმა მხატვარმა, როდესაც მარიამ ღვთისმშობელს ხატავდა, ღვთისმშობლის სახედ მერი შერვაშიძის სახე დახატა. როდესაც გალაკტიონმა გაიცნო, მერი უკვე ძალიან პოპულარული გახლდათ. მერის მამამ, პროკოფი შერვაშიძემ, რომელიც ოფიცერი იყო და მეფის კარზე მსახურობდა, მერი სანკტ–პეტერბურგში წაიყვანა. რუსეთის იმპერატორის დედას, მარია ფედორევნას ისე მოეწონა, რომ ფრეილინად აიყვანა და თავის ამალაში ჩარიცხა. ეს არ იყო უბრალო საქმე. იმპერატორის დედის ამალაში ყოველთვის იყვნენ ლამაზი, განათლებული და დახვეწილი მანერების ქალბატონები. მაგრამ მერი შერვაშიძემ თავად არ ისურვა ეს პატივი და მამასთან ერთად სამშობლოში დაბრუნება არჩია. გალაკტიონ ტაბიძეს უყვარდა მერი, მაგრამ ეს სიყვარული ოლია ოკუჯავას სიყვარულმა გადასძლია. გალაკტიონისთვის მერი გაერთიანებული იყო მშვენიერებასთან, რომანტიზმთან და ღვთისმშობლის სახესთან. 1912 წლიდან დაიწყო მერიზე ლექსების წერა, მაგრამ როდესაც მისი და ოლია ოკუჯავას შეუღლება გადაწყდა, მან 1915 წელს დაწერა მერისთან გამოსათხოვარი ლექსი "მერი". ბუნებრივია, როდესაც ქალი ჯვარს ერთ მამაკაცზე იწერს, ის მეორეს აღარ ეკუთვნის.
"შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
... და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე – ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი".
– ამ ლექსის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს და თანაც მერი ამ დროს გათხოვილი არ იყო.
– დიახ, ამ ლექსში ბოლო ჩასწორება მოხდა 1919 წელს, როდესაც ლექსი კრებულ "არტისტულ ყვავილებში" უნდა დაებეჭდა. როდესაც ეს ლექსი დაწერა, მერი შერვაშიძე გათხოვილი არ იყო, მაგრამ პოეტმა თავად გადაწყვიტა, ამ ქალთან განშორება და დამშვიდობება. ლექსში "მერი" აღწერილი ჯვრისწერა ძალიან ჰგავდა 1918 წლის ჯვრისწერას, როდესაც მერი შერვაშიძემ ქუთაისში მთავარანგელოზის ეკლესიაში ჯვარი დაიწერა გიგუშა ერისთავზე. გიგუშა ერისთავი გახლდათ იმპერატორის სამხედრო ქვეითი ჯარის ფლიგერ–ადიუტანტი. ისეთი ლამაზი წყვილი იყო, რომ, როცა მიდიოდნენ, ხალხი შუაზე იყოფოდა და გზას უთმობდნენ.
– მერი შერვაშიძე თავიდანვე რატომ არ გაჰყვა ქმარს საზღვარგარეთ?
– იმიტომ, რომ მშობლებისა და ოჯახის წევრების დატოვება უჭირდა. მათი მიტოვება არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს იძულებული იყო წასულიყო. მერი შერვაშიძე და გიგუშა ერისთავი ჯვრისწერის შემდეგ საქართველოში დიდხანს აღარ დარჩენილან. გიგუშა 1918 წლის მიწურულს საქართველოდან წავიდა. მაგრამ როდესაც სიტუაცია დაიძაბა, მერი თავის ოჯახთან ერთად წავიდა მეუღლესთან, რომელიც წინასწარ მოლაპარაკების თანახმად, სტამბოლში ელოდებოდა. გიგუშას წასვლიდან 9 თვის შემდეგ, მერი, ოჯახთან ერთად, სტამბოლში ჩავიდა. ისინი 1 წელი სტამბოლში დარჩნენ, ხოლო შემდეგ პარიზში გაემგზავრნენ. სტამბოლში ყოფნის დროს, საოცარი რამ მოხდა. იქ პირველად ჩატარდა ევროპის სილამაზის კონკურსი, სადაც მონაწილეობა მერი შერვაშიძემაც მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. დღევანდელი გაგებით, ის გახდა "მის ევროპა". ამ კონკურსის შემდეგ, ისინი საფრანგეთში გაემგზავრნენ. სამწუხაროდ, გიგუშა ერისთავს დიდხანს აღარ უცოცხლია. ის 1928 წელს, სრულიად ახალგაზრდა, გარდაიცვალა.
– რა იყო გარდაცვალების მიზეზი?
– როგორც ამბობდნენ, ის ავადმყოფობდა. ერთგან ნახსენებია, რომ ის ტუბერკულოზით გარდაიცვალა, მაგრამ რამდენად მართალია, არ ვიცი. მერი აღარ გათხოვილა და სიცოცხლის ბოლომდე გიგუშა ერისთავის ქვრივად დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ჰყავდა თაყვანისმცემლები. პარიზში მასა და მის ოჯახს უჭირდათ, ამიტომ გადაწყვიტეს გაეხსნათ პატარა სამკერვალო სალონი. ერთხელ, როდესაც მერი თავის სალონში ფანჯარასთან იჯდა და კერავდა, კოკო შანელმა გამოიარა და შეამჩნია. კოკო შანელმა მერის მოდელობა შესთავაზა, რაზეც ის დათანხმდა. მერი დიდი ხნის მანძილზე კოკო შანელის სამოდელო სახლის სახე იყო. რეზო თაბუკაშილმა მოინახულა ორი მშვენიერი არსება: მელიტა ჩოლოყაშვილი და მერი შერვაშიძე, რომლებიც თავის ფილმში "მშვენიერი ქართველები" ნაჩვენები ჰყავს. მოხუცებულობაში მერი შერვაშიძე მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ევროპაში ეს მიღებული ფორმაა, მერის თვალებში ის შარმი სიბერეშიც ჰქონდა შერჩენილი, რაც ახალგაზრდობის დროს.
– ქალბატონო თამარ, დავუბრუნდეთ გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას სიყვარულს. რატომ არ უნდოდა ოლიას მამას პოეტი სიძედ?
– ოლიასა და გალაკტიონს პირველად დამალული რომანი ჰქონდათ. ოლიას ოჯახს ყველა კარგად იცნობდა, რადგან ოლიას ძმები ძალიან იყვნენ ჩართულები იმდროინდელ პოლიტიკაში. ოლიას მამა, სტეფანე ოკუჯავა, წინააღმდეგი იყო, რადგან მიაჩნდა, რომ რომანტიკოსი პოეტი ოჯახის მოვლას ვერ შეძლებდა. ეჭვი ეპარებოდა მის ყოფით ცხოვრებაში. ამიტომ, როგორც კი ოლიამ წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთავრა, ჭიათურის სკოლაში გადაიყვანა მასწავლებლად. გალაკტიონი ჩუმად ჩადიოდა იქ და ნახულობდა ოლიას. ბოლოს სტეფანე იძულებული გახდა, დათანხმებულიყო მათ ქორწინებას. 1916 წელს ოლიამ და გალაკტიონმა ჯვარი დაიწერეს. ამ დროისთვის ოლიას ძმები მოსკოვში ცხოვრობდნენ და ახალდაქორწინებულებიც მოსკოვში გაემგზავრნენ. გალაკტიონს ძალიან უნდოდა, სწავლა გაეგრძელებინა, მაგრამ ვერ მოახერხა, ოლიამ კი სამსახურიც მალე იშოვა და უმაღლეს პოლიტიკურ კურსებზეც ჩაირიცხა. გალაკტიონი იძულებული იყო, ქუთაისში ჩამოსულიყო. მათ შორის დაიწყო მიწერ–მოწერა. წერილებში აშკარად ჩანს მუდმივი მონატრება, განშორებით გამოწვეული ტკივილი. ამ ტკივილს ისიც დაერთო, რომ ოლია ორჯერ გადაასახლეს, ამან გარკვეული კვალი დაამჩნია პოეტს. ოლია ნამდვილი რევოლუციონერი ქალი იყო, მაუზერით, ტყავის ჩექმებითა და წითელლენტაგაკეთებული დადიოდა. მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ უშლიდა მეუღლის სიყვარულში. მას მეუღლე მთელი სინაზით უყვარდა.
– რატომ აღარ პასუხობდა ოლიას წერილებს პოეტი?
– გალაკტიონი სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა მის წერილებს, მეორედ რომ გადაასახლეს, მის შემეცნებაში რაღაცა მოხდა და ამიტომ შეწყვიტა პასუხების მიწერა.
– როგორც ცნობილია, ოლიას ამანათებს პოეტის მეორე ცოლი ოლგა დარიუსი უგზავნიდა.
– დიახ, ოლგა დარიუსი, რომელიც ჯერ პოეტის ეკონომისტი იყო, ოლიას, გალაკტიონის სახელით, ბანაკში ამანათებს უგზავნიდა. ოლია ძალიან განიცდიდა იმ ფაქტს, რომ გალაკტიონი წერილებს აღარ წერდა. ქალი ეჭვიანობდა და წერდა: აღარ გიყვარვარ? დამივიწყე? და ა.შ. ოლია რომ დახვრიტეს, ტაბიძემ მესამე ცოლი შეირთო ნინო კვირიკაძე, გენერალ ებანოიძის ქვრივი, რომელსაც პირველი მეუღლისგან ქალ–ვაჟი ჰყავდა. გალაკტიონს ძალიან უყვარდა თავისი გერები და გერებსაც უყვარდათ გალაკტიონი.
– რატომ გაშორდა ოლგა დარიუსს?
– ამ ქალთან ოფიციალური ქორწინება არ ჰქონია, მაგრამ თავად ცოლს უწოდებდა. წერს კიდეც, რომ ეს ქალი მას უვლიდა და მასზე ზრუნავდა.
– სად გაიცნო ნინო კვირიკაძე?
– ნინო თბილისში გაიცნო. მისი მეუღლე, გენერალი ებანოიძე, 1937 წელს იყო დახვრეტილი.
– ნინო უყვარდა თუ მარტოობის გრძნობის დათგრუნვა უნდოდა?
– ნინოს მიმართ რაღაც განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა.
– როგორც მკვლევარი, როგორ შეაფასებდით მის თვითმკვლელობას?
– მისი ეს ნაბიჯი არსებულმა რეალობამ განაპირობა. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ სულიერად სულ მარტო იყო. მის წერილებში ნათლად ჩანს ის, რომ ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. ასეთი ნაბიჯის მიზეზი კი მთელი მისი ყოფა და ცხოვრება გახლდათ. საბჭოთა კავშირის ტოტალიზებულ პირობებში შემოქმედს სიტყვის თავისუფლებას ართმევდნენ, რასაც გალაკტიონ ტაბიძე ძალიან განიცდიდა.
ლია ოსაძე

Комментариев нет:
Отправить комментарий