მიკრო-მაკრო სამყარო

წამიერი სიახლოვე სამყაროსთან

..და მე დიდხანს ვიდექი
იმ ჩაკეტილ კართან,
ჩემში ვიღაც სხვა წუხდა,
გარეთ გასვლა სწადდა.
არაფერი არ მსურდა
შენი ხილვის გარდა,
ოცნებებით ვიდექი
იმ ჩაკეტილ კართან.
ო, რა ძნელად იხსნება
ძალზედ მძიმე ფარდა,
ტკივილს ვერვინ მომიხსნის
ალბათ, უფლის გარდა.



...
მიდი ტაძარში
და ილოცე
შენ წმინდა გულით,
ნურარას შესთხოვ, 
აღსავლის კართან
დაგიხვდება
ლოცვანი შენნი,
უფალი შენი
გაგინათებს გზას
საუკუნოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий