понедельник, 16 ноября 2009 г.

1. პროექტის სახელი: რომანტიზმი, რეალიზმი, მოდერნიზმი

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ლიტერეტურაში რომანტიზმის,რეალიზმისა და მოდერნიზმის აღმოცენებისა და განვითარების შესწავლას.

3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის განხორციელებაში მონაწილე მოსწავლეები აწყობენ კონფერენციებს,მხატვრული კითხვის საღამოებს, ნაწარმოებების საფუძველზე გადაღებული მხატვრული ფილმების ჩვენება-განხილვას,გამოუშვებენ გაზეთებს, შეგროვილი მასალებით მოეწყობა გამოფენა და სლაიდშოუ "ქართველი მწერლებისა და პოეტების პორტრეტები".

4.მონაწილეთა ასაკი: მე-10, მე-11,მე-12 კლასები.

5.ვადები,ხანგრძლივობა: 3 თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში შესაძლებლობების მიხედვით განაწილებული საკითხების ირგვლივ.

7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან ლიტერეტურული მიმდინარეობების აღმოცენებისა და განვითარების ისტორიას,გაეცნობიან ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებს,ჩამოუყალიბდებათ მხატვრული კითხვისა და პრეზენტაციის წარმართვის უნარ-ჩვევები.

8.სარგებელი სხვებისათვის: პროექტის განხორციელებაში შეიძლება ჩაერთონ სხვა საგნის სპეციალისტები და მოსწავლეები, რომელთაც აინტერესებთ მხატვრობა და მუსიკა.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურა, ხელოვნება /მუსიკა, მხატვრობა/

12 პროექტის ფასილიტატორი:მ. ჭყონია

13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:mchkonia4@gmail.com

14: პროექტის ფორუმი:

15:პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.qarusi.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий